ფეხბურთი

22:20 | 27.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კოლხეთი" და "დინამო თბილისი" დაზავდნენ

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტური ფოთის „კოლხეთის“ და „დინამო თბილისის“ მატჩით დაიწყო.

შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოდგა და ფრედ, 2:2 დასრულდა. „დინამო“ მესამე წუთზე ოსკარ სანტისმა დააწინაურა. თუმცა მალევე გიორგი ხარებავამ წონასწორობა აღადგინა.

65-ე წუთზე გიორგი მელქაძემ ძალიან შორი მანძილიდან ეფექტური ჯარიმა გაიტანა და ფოთელები დააწინაურა. „დინამო თბილისი“ მარცხისგან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგი მოისწრაფიშვილმა იხსნა, თუმცა თბილისურ კლუბს იმდენად მძიმე სტარტი აქვს, ეს ქულა ვერაფერი ნუგეში იქნება.

„კოლხეთი“ და „დინამო თბილისი“ 19-19 ქულით მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფენ. მომდევნო ტურში „დინამო“ „გაგრას“ შეხვდება, ხოლო ფოთელთა მეტოქე „დილა“ იქნება. სხვათა შორის, „დინამო თბილისს“ 17 ტურში მხოლოდ 4 მოგება აქვს...

„კოლხეთი“ – „დინამო თბილისი“ 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 სანტისი (3), 1:1 ხარებავა (20), 2:1 მელქაძე (65), 2:2 მოისწრაფიშვილი (90)

0.110501