ფეხბურთი

17:10 | 27.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კანავაროს ლამაზი ჟესტი: მან აცრემლებული დი ფრანჩესკო გაამხნევა

იტალიის სერია A-ს ბოლო ტური დრამატული გამოდგა, რადგან „ფროზინონე“ შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელად გავარდა.

ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს ბოლო ტურში კონკურენტ „უდინეზესთან“ შინ ფრეც ჰყოფნიდა, დიდ სათამაშო უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ 75-ე წუთზე გოლი გაუშვა და 0:1 წააგო.

მარცხის მიუხედავად, „ფროზინონე“ რჩებოდა სერია A-ში, რადგან პარალელურად, „ემპოლი“ „რომას“ 92-ე წუთამდე ვერ ამარცხებდა. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „ემპოლიმ“ გამარჯვების გოლი გაიტანა, რის შედეგადაც, სწორედ „ფროზინონე“ გავარდა.

მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა დი ფრანჩესკომ, რომელიც მოედნის კიდესთან ტიროდა. მასთან კი, „უდინეზეს“ მთავარი მწვრთნელი ფაბიო კანავარო, ასევე მისი ძმა და ასისტენტი, პაოლო კანავარო მივიდა და ეუსებიო გაამხნევეს.

„ეუსებიო ჩემი მეგობარია. ასეთ სიტუაციაში ადამიანის დანახვა სასიამოვნო არ არის. ასე გავარდნა არავისთვისაა კარგი“, - თქვა ფაბიომ მატჩის შემდეგ, როდესაც ჟურნალისტებმა მის ლამაზ ჟესტზე ჰკითხეს.

შეგახსენებთ, რომ „ფროზინონეში“ გიორგი კვერნაძე იჯარით ირიცხება, თუმცა, სათამაშო პრაქტიკა იშვიათად ჰქონდა და უცნობია გამოისყიდიან თუ არა მას. მომდევნო სეზონს ეს კლუბი სერია B-ში გაატარებს.

0.120322