თურქეთის ჩემპიონი „გალათასარაი“ გახდა, რომელმაც ბოლო ტურში სტუმრად „ქონიასპორს“ 3:1 აჯობა.
ბოლო ტურის წინ „გალა“ და „ფენერბაჰჩე“ იბრძოდნენ ჩემპიონობისთვის, მაგრამ „ლომებმა“ შეცდომა არ დაუშვეს. „გალათასარაიმ“ სეზონი 102 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და თურქეთის ჩემპიონი ისტორიაში 24-ედ გახდა.
საინტერესო „ფენერბაჰჩეს“ ამბავი, რომელმაც 38 ტურში ერთადერთხელ წააგო, 99 ქულა მოიპოვა და 99 გოლი გაიტანა, მაგრამ ჩემპიონი მაინც ვერ გახდა...
აქვე გეტყვით, რომ სუპერლიგაში ბოლო ტურში „რიზესპორთან“ მოგებით (2:0) ადგილი შეინარჩუნა „ჰატაისპორმა“ და გავარდნას გადაურჩა. გიორგი აბურჯანიას არ უთამაშია, რადგან განაცხადში არ იყო.