ფეხბურთი

14:44 | 26.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის დებიუტანტი "ჰაიდენჰაიმი" კონფერენს ლიგაზე გავიდა

„ჰაიდენჰაიმი“ კონფერენს ლიგაზე ითამაშებს. ბუნდესლიგა ერთი კვირის წინ დასრულდა, მაგრამ ეს ამბავი მას შემდეგ გაირკვა, რაც გერმანიის თასის ფინალი გაიმართა.

„ჰაიდენჰაიმმა“, რომელმაც ბუნდესლიგაში სადებიუტო სეზონი ჩაატარა, მერვე ადგილი დაიკავა, ხოლო მას მერე, რაც გერმანიის თასი „ლევერკუზენმა“ მოიგო, ბუნდესლიგიდან მერვე პოზიცია კონფერენს ლიგაზე გამსვლელი გახდა. შესაბამისად, ბუნდესლიგის დებიუტანტმა კლუბმა პირველივე სეზონში ევროთასებზე თამაშის უფლება მიიღო, რაც ცხადია, რომ „ჰაიდენჰაიმისთვის“ ძალიან დიდი წარმატებაა.

შეგახსენებთ, რომ "ლევერკუზენმა" გერმანიის თასის ფინალში "კაიზერსლაუტერნი" 1:0 დაამარცხა. "ჰაიდენჰაიმმა" 42 ქულით მერვე ადგილი დაიკავა ბუნდესლიგაში და ბურთების ბალანსით აჯობა ბრემენის "ვერდერსა" და "ფრაიბურგს".

0.132039