სხვა

13:00 | 26.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნების სამი ლიცენზია დადასტურდა - მეოთხე მოგვიანებით გაირკვევა

ლაშა ტალახაძე, შოთა მიშველიძე და ირაკლი ჩხეიძე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური ლიცენზიების მფლობელები არიან! ოფიციალური წერილი საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ დღეს მიიღო.

ეროვნული ნაკრების წევრებმა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში 5 სალიცენზიო საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ოლიმპიური საგზურისთვის რეიტინგში 10 საუკეთესოს შორის უნდა მოხვედრილიყვნენ.

ლაშა ტალახაძე აღნიშნული რეიტინგის სათავეს ლიდერობს, ირაკლი ჩხეიძე მე-9 ადგილზეა, ხოლო შოთა მიშველიძე მე-7 პოზიციას იკავებს.

შედეგად პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძე, ირაკლი ჩხეიძე და შოთა მიშველიძე იასპარეზებენ რაც შეეხება ანასტასია გოტფრიდს. ძალოსნის ლიცენზიის ბედი ოლიმპიადის დაწყებამდე 2 კვირით ადრე გაირკვევა.

0.112379