ფეხბურთი

11:07 | 26.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ფეხბურთელი: "100 მილიონის შეთავაზება თუ იქნება, "ნაპოლიმ" კვარაცხელია უნდა გაყიდოს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მასიმო ორლანდომ განაცხადა, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია უნდა გაყიდოს, თუ მასში 100 მილიონი ევროს შეთავაზებას მიიღებს.

როგორც მან აღნიშნა, ამ ფულით „ნაპოლის“ გუნდის დაკომპლექტება შეეძლება.

„როგორ შეიძლება უარი თქვა გარკვეულ შემოთავაზებაზე? იტალიური ფეხბურთს დღეს ამის საშუალება არ აქვს. 100 მილიონით შეგიძლია მთელი გუნდი დააკომპლექტო. თუ ოსიმენში და კვარაში „ნაპოლის“ 200 მილიონს შესთავაზებენ, კონტეც დათანხმდება მათ ტრანსფერს და ამ თანხას ახალ ტრანსფერებში გამოიყენებენ“, - თქვა ორლანდომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.11967