ფეხბურთი

1:12 | 26.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის თასი მოიგო

საფრანგეთის თასის ფინალური მატჩში, „ლიონი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ შეხვდნენ. პარიზელებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს.

22-ე წუთზე პსჟ-ის თავდამსხმელმა უსმან დემბელემ პირველი გოლი გაიტანა. 34-ზე ესპანელმა ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა პარიზელთა უპირატესობა გააორმაგა. 55-ე წუთზე კი „ლიონის“ ირლანდიელმა მცველმა ჯეიკ ო'ბრაიენმა ერთი ბურთი გაქვითა.

პსჟ-მა საფრანგეთის თასი ისტორიაში მე-15-ედ მოიგო. შეგახსენებთ, რომ მანამდე პსჟ ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ეს კილიან მბაპეს ბოლო მატჩი პარიზელთა შემადგენლობაში.

თეგებიპსჟლიონი
0.120573