პრიმერა დივიზიონის 38-ე ტურში „ბეტისთან“ თამაშის წინ მდრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა გერმანელ ნახევარმცველ ტონი კროოსს საპატიო დერეფანი მოუწყვეს. მათ სევილიური კლუბის ფეხბურთელებიც შეუერთდნენ. „რეალის“ გულშემატკივრებმა კი კროოსისადმი მიძღვნილი ბანერი გამოფინეს.
ეს კროოსის ბოლო მატჩი გახლდათ „სანტიაგო ბერნაბეუზე.“ 21 მაისს 34 წლის გერმანელმა განაცხადა, რომ მადრიდულ კლუბთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებდა და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კარიერას დაასრულებს.
„რეალთან“ ერთად კროოსმა ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ამდენივეჯერ პრიმერა, ესპანეთის სუპერთასი და უეფას სუპერთასი.
„ბეტისთან“ მატჩი კი ფრედ - 0:0 დასრულდა.
ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი, 38-ე ტური. 25 მაისი: ოსასუნა - ვილიარეალი 1:1, სოსიედადი - ატლეტიკო 0:2, ალმერია - კადისი 6:1, რაიო ვალეკანო - ბილბაო 0:1, რეალი - ბეტისი 0:0