ფეხბურთი

10:27 | 25.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ინიაკი უილიამსს 2 წელი ფეხში შუშის ნატეხი ჰქონდა და ფეხბურთს მაინც თამაშობდა

ბილბაოს „ატლეტიკის“ ფეხბურთელი ინიაკი უილიამსი ორი წლის განმავლობაში ფეხში შუშის ნატეხით თამაშობდა.

ამის შესახებ „ბილბაოს“ მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ თავიდან ეს არ სჯეროდა და სიცილი დაიწყო.

ინიაკმა ფეხიდან ამოღებული შუშის ნატეხის ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა.

„ორი წლის წინ, როცა შვებულებაში იყო, ლარნაკი გაუტყდა და გატეხილ შუშას ფეხი დააბიჯა. იმ მომენტიდან თვეების განმავლობაში დისკომფორტი ჰქონდა. ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ მას რენტგენი გადაუღეს და ფეხში ორსანტიმეტრიანი შუშის ნატეხი აღმოაჩნდა, რადგან როცა ჭრილობა შეკერეს, ნატეხი შიგნით დატოვეს. მე და ექიმმა სიცილი დავიწყეთ, რადგან არ გვჯეროდა. წარმოუდგენელია, მაგრამ ასეა“, - თქვა ვალვერდემ.

აქვე გეტყვით, რომ ინიაკი უილიამსს ოპერაცია გაუკეთეს და შუშა ფეხიდან ამოუღეს. ოპერაციის გამო კი, ის სეზონის ბოლო მატჩში, „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

0.114708