ფეხბურთი

20:42 | 24.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა

იტალიის სერია A-მ 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლაუტარო მარტინესი დასახელდა.

„ინტერის“ თავდამსხმელს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და მოსალოდნელიც იყო, რომ სეზონის MVP გახდებოდა. გარდა ამისა, გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა პოზიციაზე:

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი: ლაუტარო მარტინესი (ინტერი)

სეზონის საუკეთესო მეკარე: მიკელე დი გრეგორიო (მონცა)

სეზონის საუკეთესო მცველი: ალესანდრო ბასტონი (ინტერი)

სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი: ჰაქან ჩალჰანოღლუ (ინტერი)

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი: დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი)

სეზონის საუკეთესო 23-წლამდე ფეხბურთელი: ჯოშუა ზირკზე (ბოლონია)

საუკეთესო მწვრთნელი: სიმონე ინძაგი (ინტერი)

განვმარტოთ, რომ ლაუტარო თავდამსხმელის ჯილდოზე ნომინანტებში არ იყო, რადგან დებულებით ერთ ფეხბურთელს ორი ჯილდოს მიღების უფლება არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ შარშან სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, თუმცა, ამჯერად ქართველი ნომინანტებში არ იყო.

ასევე დასახელდა სეზონის 23-კაციანი სიმბოლური ნაკრებში, რომელშიც "ნაპოლის" ქართველი გარემარბიც მოხვდა:

იან ზომერი, ალესანდრო ბასტონი, გლეისონ ბრემერი, რიკარდო კალაფიორი, ფედერიკო დიმარკო, ტეო ერნანდესი, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ლუის ფერგიუსონი, ლორენცო პელეგრინი, კრისტიან პულიშიჩი, პაულო დიბალა, ოლივიე ჟირუ, რაფაელ ლეაო, ლაუტარო მარტინესი, დუშან ვლაჰოვიჩი, ნიკოლო ბარელა, ისმაელ ბენასერი, დომენიკო ბერარდი, ჯოვანი დი ლორენცო, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ადრიენ რაბიო, კრის სმოლინგი.

0.115628