„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ გუნდიდან გაშვება მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Corriere Dello Sport-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, 30 წლის ფეხბურთელს ზაფხულში კლუბის შეცვლა სურს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა. სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ გამოცდილ მარჯვენა მცველს „ინტერს“ უკავშირებენ.
ჯოვანი დი ლორენცო 2019 წლიდანაა „ნაპოლის“ წევრი და 230 შეხვედრაში 15 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „რეჯინას“, „კუნეოს“, „მატერას“ და „ემპოლის“ ღირსებას იცავდა.