ფეხბურთი

23:08 | 23.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსი" 35 წლის იტალიელ მწვრთნელს ჩააბარეს

ამსტერდამის „აიაქსის“ მწვრთნელად ფრანჩესკო ფარიოლი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

იტალიელ მწვრთნელთან ამსტერდამელებმა კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმეს.

35 წლის ფარიოლი ბოლოს „ნიცას“ ავარჯიშებდა, ხოლო მანამდე „კარაგუმრუკისა“ და „ალანიასპორის“ თავკაცი იყო.

„აიაქსი“ მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს. მოგეხსენებათ, ამ კლუბის საკუთრებაშია გიორგი მიქაუტაძე და მიუხედავად იმისა, რომ მის ტრანსფერზე ბევრს საუბრობენ, არც ისაა გამორიცხული, რომ „აიაქსში“ დაბრუნება და ფარიოლის ხელმძღვანელობით თამაში მოუწიოს, რომელიც წესით, მიქაუტაძეს ლიგა 1-დან უფრო ახლოს უნდა იცნობდეს.

0.112488