ფეხბურთი

16:23 | 23.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გასპერინი: "ჩემი მომავალი? როცა ცოლი გყავს, მაგრამ ლამაზ ქალს შეხვდები - ასეთ სიტუაციაში ვარ"

ბერგამოს „ატალანტას“ მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან Sky Sport-ს უთხრა, რთულ სიტუაციაშია და პარალელიც გაავლო:

„რთულ სიტუაციაში ვარ. დაახლოებით ისე, როდესაც ცოლი და ორი შვილი გყავს, მაგრამ ულამაზეს ქალს შეხვდები... გადაწყვეტილებას მალე მივიღე, ასეთი საკითხები სწრაფად წყდება, ხვალ პრეზიდენტს შევხვდები“, - თქვა გასპერინიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯან პიერო გასპერინი „ატალანტას“ მწვრთნელად 2016 წლიდან მუშაობს. მას ბოლო პერიოდში „ნაპოლის“ უკავშირებენ.

0.172325