კალათბურთი

0:59 | 22.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია საუკეთესო იყო, "ვირტუსი" ნახევარფინალში გავიდა

იტალიის საკალათბურთო სერია A-ს მეოთხედფინალური სერიის მეხუთე და გადამწყვეტ მატჩში „ვირტუს ბოლონიამ“ „ტორტონა“ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ბოლონიელებმა საწყისი ორი მატჩის მოგების შემდეგ სტუმრად ორჯერ წააგეს და ანგარიში 2:2 იყო, მაგრამ ამჯერად ლუკა ბანკის გუნდმა ადვილად, 92:63 მოიგო.

გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი თორნიკე შენგელიამ შეიტანა, რომელიც საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 23 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მან 8-დან 5 ორქულიანი და 12-დან 12 ჯარიმა ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

შენგელია ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი გახლდათ და მატჩის საუკეთესო კალათბურთელიც გახდა.

„ვირტუს ბოლონია“ ნახევარფინალურ სერიაში „ვენეციას“ დაუპირისპირდება, ხოლო მეორე წყვილში „ოლიმპია მილანო“ და „ბრეშა“ გაარკვევენ ფინალისტის ვინაობას.

0.124381