ფეხბურთი

23:15 | 21.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო რანიერი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს

ცნობილი იტალიელი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

რანიერი „კალიარის“ სერია A-ს ბოლო ტურში „ფიორენტინასთან“ უხელმძღვანელებს, შემდეგ კი, არა მარტო სარდინიულ კლუბს, არამედ ფეხბურთსაც, 72 წლის ასაკში დატოვებს.

კლაუდიო რანიერი „კალიარის“ 1988-1991 და 2023-2024 წლებში წვრთნიდა და კუნძულელები ორჯერ სერია A-ში გადაიყვანა. მან ასევე იმუშავა საბერძნეთის ნაკრებში, „უოტფორდში“, „ვალენსიაში“, „ფიორენტინაში“, „ატლეტიკოში“, „რომაში“, „ინტერში“, „იუვენტუსში“, „მონაკოში“, „პარმაში“, „ნაპოლიში“, „ნანტში“, „ფულჰემსა“ და „სამპდორიაში“.

ყველაზე დიდი კვალი „ლესტერ სიტიში“ დატოვა, რომელსაც 2016 წელს პრემიერლიგა მოაგებინა, რითაც კლუბის ისტორიაში დარჩა. კლაუდიო რანიერიმ ასევე თითოჯერ მოიგო იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი, როცა „ფიორენტინაში“ მუშაობდა, აგრეთვე, ესპანეთის თასი და ევროპის სუპერთასი „ვალენსიას“ შემადგენლობაში.

2016 წელს ფიფას ვერსიით რანიერი წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

0.111429