საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, „დინამო ბათუმის“ სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია.
„დინამო ბათუმი“ განუთესავთა შორისაა, შესაბამისად, მეტოქედ განთესილი გუნდი ერგება, ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:
„ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი), „სლოვანი“ (სლოვაკეთი), „ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი), „ჰიკ“ (ფინეთი), „ფლორა“ (ესტონეთი), „სტიაუა“ (რუმინეთი), „კლაკსვიკი“ (ფარერები), „ლინკოლნი“ (გიბრალტარი), „ნიუ სეინტსი“ (უელსი), „რიგასი“ (ლატვია), „პეტროკუბი“ (მოლდოვა).
ჩემპიონთა ლიგის პორველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 18 ივნისს გაიმართება, ხოლო მატჩები 9-10 და 16-17 ივლისს.