ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ხელშეკრულების განახლების პროცესი ძალიან გაჭიანურდა და არაა გამორიცხული პრინციპის გამო ქართველმა ახალ კონტრაქტზე უარი თქვას.
„კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხი მძიმეა იმის გამო, რომ ძალიან გაჭიანურდა. ქართველი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია და ნორმალურია, რომ მისთვის მტკივნეულია, რომ თითქმის ყველა თანაგუნდელს უფრო მაღალი ხელფასი აქვს მას შემდეგაც, რაც ის სკუდეტოს მოგებაში მთავარი გმირი იყო. „ნაპოლის“ სურს შეცვალოს მისი ხელფასი, ისინი სთავაზობენ 4 მილიონ ევროს და პლუს 1 მილიონს ბონუსად, კონტრაქტის 2029 წლამდე გახანგრძლივების სანაცვლოდ, რომელშიც შეიძლება გამოსასყიდი პუნქტიც ჩაიდოს.
ამ შეთავაზებაზე დათანხმება შეიძლება, მაგრამ ახლა ასევე შეიძლება პრინციპულად უარის თქმა, იმის გათვალისწინებით აქვს თუ არა, სხვაგან წასვლის ვარიანტი. „ნაპოლის“ არ სურს მისი გაყიდვა და ვიცი, რომ 100 მილიონზე ნაკლებად მოლაპარაკებებზე არ დასხდებიან“, - თქვა სკირამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისთან“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.