ფეხბურთი

22:09 | 20.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი "ტრაბზონსპორს" დაუკავშირეს

თურქული გაზეთი takagazete იტყობინება, რომ „ტრაბზონსპორი“ საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის გადაბირებითაა დაინტერესებული.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტრაბზონელთა პრეზიდენტმა თქვა, რომ ოთხ ფეხბურთელთან შეთანხმება მიღწეულია, ხოლო ორთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ისიც დასძინა, რომ გულშემატკივრებს დაჯერებაც გაუჭირდებათ, ისეთ ხმაურიან ტრანსფერებს განახორციელებს.

გაზეთის ცნობით, გასულ კვირაში ტრაბზონში საქართველოდან დელეგაცია იყო ჩასული, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტმა ზეიათ კაფკასმა და მთავარმა მწვრთნელმა აბდულა ავჯიმ უმასპინძლებს. შეხვედრაზე მათ ინფორმაცია გაცვალეს, მათ შორის საქართველოში დაგეგმილი ობიექტების მშენებლობაზე. წყაროს თანახმად, დელეგაციაში იყო გუგა კაჭახიძე, რომელიც კიტეიშვილის აგენტია და სწორედ ტრაბზონში მისი ყოფნა იქცევს ყურადღებას. ამიტომაც, ქართველი, რომელსაც „შტურმთან“ კონტრაქტი ეწურება, უმალვე თურქულ კლუბს დაუკავშირეს.

კიტეიშვილს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება გაახანგრძლივებს თუ არა, კონტრაქტს გრაცულ გუნდთან, რომელიც ავსტრიის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, კარიერაში პირველად და პრიზი „კლაგენფურტთან“ მატჩის დაწყებამდე გადასცეს. მან 25 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა. ყველა ტურნირზე კი, 40 შეხვედრაში თავი 11 გოლით და 9 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ქართველმა ფეხბურთელმა „შტურმში“ 2018 წლიდან დღემდე 185 მატჩში 40 გოლი გაიტანა და ერთხელ ჩემპიონის ტიტულის, ორჯერ კი, ავსტრიის თასის მოგება შეძლო. მას კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115487