ძიუდო

18:35 | 20.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის მეორე საშეჯიბრო დღეს ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

66 კგ წონით კატეგორიაში მარგველაშვილმა რუსი მურად ჩოპანოვი და უზბეკი სარდორ ნურილაევი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი იაპონელ ტაკეში ტაკეოკასთან წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მონღოლ ერხემბაიარ ბატოგტოხს შეხვდა, რომელიც დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე კი, იტალიელი მატეო პირასი იყო, რომლის წინააღმდეგ იმარჯვა და ბრინჯაოს დაეუფლა. ვაჟამ კარიერაში მეორედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი.

73 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი გამოვიდა, მაგრამ ორივემ პირველივე შეხვედრა წააგო. გიორგი ტერაშვილი ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბასთან, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი მონღოლ ანხზაია ლავიარგალთან დამარცხდა.

ქალთა შორის, 57 კგ წონით კატეგორიაში ნინო ლოლაძემ იასპარეზა, რომელმაც პირველ წრეში არგენტინელ ბრისა გომესს აჯობა, მაგრამ შემდეგ ბულგარელ იველინა ილიევასთან მარცხი განიცადა და ასპარეზობა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში მსოფლიოს ჩემპიონატზე მარგველაშილის ბრინჯაოს გარდა, ერთი ოქროს მედალია, რომელიც 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.

0.13307