ფეხბურთი

11:04 | 20.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" მწვრთნელი: "ცხოვრებაში იმას ვიღებთ, რაც შეგვიძლია და არა იმას, რაც გვინდა"

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ კომენტარი გააკეთა პსჟ-სთან მარცხის (0:2) და მისი გუნდის პლეი-ოფში მოხვედრის შემდეგ. როგორც მან აღნიშნა, ახლა მენტალურად დასვენება სჭირდებათ, რათა გადამწყვეტ მატჩებს მზად შეხვდნენ.

„რეალობას ვერ გავექცევით: გოლის გაშვების გარეშე გატარებული ყოველი წუთით პლეი-ოფთან ახლოს მივდიოდით. გვინდოდა დროის გაყვანა, წუთებს ვითვლიდი, ვღელავდი და მატჩის დასრულებას ველოდებოდი. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ დამარცხების შემდეგ მილოცვა ნორმალური არ იყო, მაგრამ ეს მაინც გავაკეთე.

გულშემატკივარი გაღიზიანდა დრო რომ გაგვყავდა? როცა ბავშვი ვიყავი, ჩემმა ერთ-ერთმა მასწავლებელმა მითხრა: „ცხოვრებაში იღებ იმას, რაც შეგიძლია და არა იმას, რაც გინდა“. ჩვენც გვინდა სახლში მოგება, მაგრამ ხანდახან ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია, ეს უფრო გონივრულია. გულშემატკივრებთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, მათ აქვთ უფლება პროტესტი გამოხატონ, ეს ალბათ, „ლორიანის“ მატჩის შედეგით უფრო იყო გამოწვეული.

მე არ მაქვს ჯადოსნური ჯოხი, ახლა უნდა დავისვენოთ, ასეთი სეზონის შემდეგ მენტალური დაღლილობა არის და გვინდა, ცოტა გონება დავასვენოთ. წინ ფინალებია და მეომრები გვჭირდება. ჩვენი მეტოქე ჩვენზე უკეთესი დინამიკით შეხვდება პლეი-ოფს, მაგრამ ვეცდებით, მენტალურად კარგ მდგომარეობაში ვიყოთ და მატჩი ისე არ დავიწყოთ, როგორც დღეს“, - თქვა ბოლონიმ.

შეგახსენებთ, რომ „მეცი“ ორრაუნდიან პლეი-ოფში 30 მაისს და 2 ივნისს ითამაშებს. მისი მეტოქე ლიგა 2-ის პლეი-ოფში (მესამე-მეხუთე ადგილოსნებს შორის) გაირკვევა და ერთ-ერთი იქნება „სენტ ეტიენს“, „როდეზსა“ და „პარიზს“ შორის.

0.114715