ფეხბურთი

23:26 | 19.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიამ" "დინამო ბათუმი" დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 ტური „დინამო ბათუმის“ და „იბერიას“ მატჩით დასრულდა, რომელიც სტუმრებმა დრამატულ ბრძოლაში 3:2 მოიგეს.

ორივე გუნდი შეხვედრას ცუდი სერიით შეხვდა და ამ მატჩში 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ანდრეი დემჩენკოს გუნდი მეხუთე წუთზე გიორგი წიტაიშვილმა დააწინაურა, მაგრამ 8 წუთის შემდეგ ჟან ვიქტორმა წითელი ბარათი მიიღო და ბათუმელებს თითქმის მთელი თამაში რიცხობრივ უმცირესობაში მოუწიათ ყოფნა.

48-ე წუთზე შეიკნე სილამ გაათანაბრა, რასაც 20 წუთში პაატა ღუდუშაურის გოლი მოჰყვა. „დინამო“ კაცნაკლული ახერხებდა გამარჯვებას, მაგრამ ბოლომდე საქმე ვერ მიიყვანა. 89-ე წუთზე ბაქარ ქარდავამ გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შოთა ნონიკაშვილმა გიორგი მიქაძის გუნდს მოაგებინა.

„იბერია“ 32 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში ფოთის „კოლხეთს“ შეხვდება, ხოლო „დინამო ბათუმმა“ ბოლო სამ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა და 27 ქულით მესამეა, მომდევნო მატჩს კი, „დინამო თბილისთან“ ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ მატჩს ვილი სანიოლი თავის ასისტენტებთან ერთად დაესწრო.

„დინამო ბათუმი“ – „იბერია“ 2:3 (1:0)

გოლები: 1:0 წიტაიშვილი (5), 1:1 სილა (48), 2:1 ღუდუშაური (67), 2:2 ქარდავა (89), 2:3 ნონიკაშვილი (90)

0.133556