ფეხბურთი

23:08 | 19.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილმა "ჟირონასთან" მატჩში "ვალენსიას" უკაპიტნა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 37-ე ტურში „ვალენსიამ“ „ჟირონას“ უმასპინძლა და 1:3 წააგო.

პირველ ტაიმში სავიომ გახსნა ანგარიში, შემდეგ არტიომ დოვბიკმა გაიტანა, ხოლო იარეკ გასიოროვსკიმ ავტოგოლი მიითვალა. ვალენსიელებმა სხვაობა პეპელუს გოლით შეამცირეს, მაგრამ უქულოდ დარჩნენ.

გიორგი მამარდაშვილმა ორი სეივი მიითვალა და ორჯერვე შესანიშნავად ითამაშა. მან „ვალენსიას“ უკაპიტნა, რაც ამ სეზონში უკვე მეორედ მოხდა. ქართველ მეკარეს 36 შეხვედრაში 42 გოლი აქვს გაშვებული, ხოლო 13 მატჩში კარის მშრალად შენახვა შეძლო.

„ვალენსია“, რომელსაც ბოლო 6 ტურში ერთი ქულა აქვს მოპოვებული, 48 ქულით მეცხრე ადგილზეა და სეზონს 25 მაისს, სტუმრად ვიგოს „სელტასთან“ მატჩით დაასრულებს.

"ვალენსიას" სტადიონი ნახევრად ცარიელი იყო, რადგან გულშემატკივრები სტადიონზე პროტესტის ნიშნად არ შევიდნენ. ისინი "მესტალიას" გარე ტერიტორიაზე იყვნენ და პეტერ ლიმის სახლში წასვლას ითხოვენ. "ღამურების" ფანები კლუბის მფლობელით დიდი ხანია უკმაყოფილო არიან და მისგან კლუბის გაყიდვას ითხოვენ, თუმცა ამაოდ...

0.115742