ძიუდო

16:14 | 19.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი სარდალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

დღეს, დაიწყო ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელსაც აბუ დაბი მასპინძლობს. პირველ საშეჯიბრო დღეს ვაჟთა ერთ და ქალთა ორ წონით კატეგორიაში იმართება შეჯიბრება, ტატამიზე კი მხოლოდ ერთი ქართველი გავიდა, გიორგი სარდალაშვილი, რომელიც ფინალშია!

60 კგ წონით კატეგორიაში სარდალაშვილი, რომელმაც მეორე წრიდან დაიწყო ასპარეზობა და ჯერ ჩრდილოკორეელი კვან ჯინ ჩაე ვაზარით, მერე ტაიპეელი ჩონ იუ ლინი იპონით 15 წამში, ხოლო მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი თურან ბაირამოვი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, რომელიც შებოჭვაზე დაიჭირა, ხოლო ნახევარფინალში გიორგი იაპონელ ტაიკი ნაკამურას შეხვდა, რომელსაც უკვე ვაზარით სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ტაიპეელი ვეი იან იუნი იქნება.

გიორგი სარდალაშვილს ვერცხლი მაინც განაღდებული აქვს და უკვე ზედიზედ მეორედ მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლის მოპოვება (შარშან ბრინჯაო), რაც 20 წლის ასაკში შესანიშნავი შედეგია.

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველო უძლიერესი შემადგენლობით არ გამოდის, ოლიმპიადის გამო გუნდის რამდენიმე ლიდერი ისვენებს. მთლიანობაში 12 ქართველი იასპარეზებს (9 ვაჟი და 3 ქალი). 24 მაისს, მსოფლიოს ჩემპიონატი გუნდურ შეჯიბრებაში გაიმართება.

0.11598