ფეხბურთი

12:12 | 19.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვის "ტორინოს" სეზონის ბოლოს მწვრთნელი დატოვებს

„ტორინოს“, რომლის რიგებში საბა საზონოვი თამაშობს, მიმდინარე სეზონის შემდეგ ივან იურიჩი დატოვებს.

ხორვატმა სპეციალისტმა „მილანთან“ გამარჯვების (3:1) შემდეგ თქვა, რომ კლუბში არ არის ჯანსაღი ატმოსფერო, ამიტომაც, გადაწყვეტილი აქვს, რომ სამსახურს დატოვებს.

„ევროტურნირებზე რომც გავიდეთ, ეს ჩემი მომავლისთვის არაფერს შეცვლის, გუნდიდან მივდივარ. ბევრი დაპირისპირებაა, არ არის შესაფერისი პირობები, მე კი, მომწონს, როცა ყველა ერთ მხარეს ვართ. ზღაპრული სეზონი გვქონდა და მაინც ცოტა სიხარული იყო კლუბში. დროთა განმავლობაში ცდილობ ყველაფერი შეცვალო, მაგრამ მე უფრო მეტი სიყვარული და ნაკლები კამათი მინდა“, - თქვა იურიჩმა.

ივან იურიჩი „ტორინოს“ 2021 წლიდან ედგა სათავეში, მანამდე ის „მანტოვას“, „კროტონეს“, „ჯენოას“ და „ვერონას“ ავარჯიშებდა. „ტორინო“ 53 ქულით მეცხრე ადგილზეა და სეზონს 26 მაისს, „ატალანტასთან“ საგარეო მატჩით დაასრულებს.

0.117045