დღეს, 18 მაისს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. ადრეულ მატში „სამგურალმა“ „სამტრედია“ 4:0 დაამარცხა.
გვიან შეხვედრაში კი ლიდერმა, გორის „დილამ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოუგო.
დინამოლებმა შეხვდრა 9 ფეხბურთელით დაასრულეს. მსაჯმა ჯენერი ხორავამ 55-ე წუთზე ალექსანდრე კალანდაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მინდვრიდან დაითხოვა. 82-ზე კი ნიგერიელი ჯოშუა აკპუჯე უხეშობისთვის ჯერ გააფრთხილა, მაგრამ ვარ-ზე გადამოწმების შემდეგ გააძევა.
პირველი ტაიმი „დინამომ“ მოიგო, თავი მე-5 წუთზე ნიკოლოზ უგრეხელიძემ გამოიჩინა.
გორელებმა შესვენების შემდეგ მალევე გაათანაბრეს და გამარჯვების იმედიც მიეცათ. გოლი ჟოაუ ნობრეგამ გაიტანა.
„დილა“ შეტევებს აგრძელებდა და ამისათვის დასაჩუქდა კიდეც - მესამე კომპენსირებულ წუთზე სენეგალელმა იბრჰიმა დრამემ მასპინძლებს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
ახლა „დილას“ 34 ქულა მოუგროვდა და კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობს. 18-ქულიანი „დინამო“ კი მეხუთე ადგილზეა.