ფეხბურთი

18:57 | 18.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რობერტო დე ძერბი "ბრაიტონს" სეზონის ბოლოს დატოვებს

რობერტო დე ძერბი „ბრაიტონ ალბიონს“ მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. ინგლისურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

19 მაისს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ იტალიელი „ბრაიტონს“ ბოლოჯერ უხელმძღვანელებს. ეს საკმაოდ მოულოდნელი ცნობაა, რადგან რობერტო აქამდე კლუბში დარჩენაზე ღიად საუბრობდა.

აღსანიშნავია, რომ დე ძერბის მიუნხენის „ბაიერნს“, ასევე, „მილანს“ უკავშირებენ და ინგლისიდან წასვლა შესაძლოა, ამასთან კავშირში იყოს.

რობერტო დე ძერბიმ „ბრაიტონი“ 2022 წლის სექტემბერში ჩაიბარა და პირველად ისტორიაში ეს კლუბი ევროტურნირებზე გაიყვანა, ხოლო მიმდინარე სეზონში „თოლიები“ პრემიერლიგაში მე-10 ადგილზე არიან.

რობერტო დე ძერბის „ბრაიტონამდე“ „შახტარში“, „სასუოლოსა“ და „პალერმოში“ აქვს ნამუშევარი.

0.114139