ლონდონის „ჩელსი“ „პალმეირასისა“ და ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ესტევაო ვილიანის, იგივე მესინიოს შეძენასთან ერთ ნაბიჯშია.
ფეხბურთელის კუმირი ლიონელ მესია და როგორც ამბობენ, მას სათამაშო სტილითაც ჰგავს, ამიტომ, მეტსახელი აქვს - მესინიო. მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად შედგა და 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ ესტევაო ინგლისში გადავა.
17 წლის ფეხბურთელის ლონდონში გადასვლა 2025 წლის ზაფხულში იქნება შესაძლებელი, როცა ის სრულწლოვანი გახდება, მაგრამ ინგლისელები თანახმა არიან, ის მანამდე იყიდონ და იჯარით ბრაზილიურ კლუბში დატოვონ.
აღსანიშნავია, რომ ეს ტრანსფერო სარეკორდო იქნება, რადგან ამერიკის კონტინენტიდან ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული გარიგება შედგება, აქამდე 65 მილიონად ამერიკიდან ევროპაში არავინ გადაბარგებულა.
მესინიომ „პალმეირასის“ მაისურით 2023 წლიდან დღემდე 15 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა. ბრაზილიელი შემტევით სხვა ევროპული გრანდებიც ინტერესდებოდნენ.