ფეხბურთი

15:32 | 18.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "VAR-ის გაუქმების მომხრე ვარ"

ინგლისის პრემიერლიგის 20 კლუბი 6 ივნისს VAR-ის შესახებ იმსჯელებს. „ვულვზმა“ წამოაყენა წინადადება, რომ პრემიერლიგაში VAR-ი გაუქმდეს, რაზეც კლუბები თავიანთ მოსაზრებას დააფიქსირებენ.

როგორც „ლივერპულის“ ჯერ კიდევ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა აღნიშნა, ის VAR-ის გაუქმების მომხრეა, რადგან მას მაინც არასწორად იყენებენ.

„რა თქმა უნდა, VAR-ს სწორად არ იყენებენ, ხმას მის წინააღმდეგ მივცემდი. ამ ადამიანებს არ შეუძლია მისი სწორად გამოყენება. პრობლემა VAR-ი არ არის, მაგრამ ვხედავთ მასზე მომუშავე ადამიანებს არ ცვლიან, ამიტომ, VAR-ის გაუქმებაზე ხმას მივცემდი“, - თქვა კლოპმა.

0.125512