ფეხბურთი

19:32 | 17.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ისკო ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

სევილიის „ბეტისის“ ნახევარმცველი ისკო ალარკონი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. ფეხბურთელს მოტეხილობა აქვს და უახლოეს პერიოდში მოედანზე ვერ გავა.

ისკოს ევრო 2024-ზე მონაწილეობა არც იყო გადაწყვეტილი, მაგრამ ამის დიდი შანსი იყო, რადგან დიდებული სეზონი ჩაატარა და „ფურია როხას“ რიგებში ალბათ მოხვდებოდა.

ისკომ „ბეტისის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 36 მატჩი ჩაატარა და 9 გოლის გატანა მოახერხა.

0.112111