შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა, თუმცა გაფართოებული.
იაკინის თავდაპირველ შერჩეულ განაცხადში 38 ფეხბურთელია, მაგრამ 7 ივნისამდე მას სიის შემცირება მოუწევს და განაცხადში მაქსიმუმ 26 ფეხბურთელი თუ მოხვდება.
შვეიცარიელთა გაფართოებული შემადგენლობა კი ასეთია:
მეკარეები: იან ზომერი (ინტერი), ივონ მვოგო (ლორიენი), გრეგორ კობელი (დორტმუნდი), პასკარ ლორეტცი (ლუცერნი), მარვინ კელერი (ვინთერთური)
მცველები: კევინ მბაბუ (აუგსბურგი), სილვან ვიდმერი (მაინცი), ნიკო ელვედი (გლადბახი), მანუელ აკანჯი (მანჩესტერ სიტი), რიკარდო როდრიგესი (ტორინო), ულისეს გარსია (მარსელი), სედრიკ ზესიგერი (ვოლფსბურგი), ერაი კომერტი (ნანტი), ფაბიან შერი (ნიუკასლი), ბეჩირ ომერაგიჩი (მონპელიე), ალბიან ჰაიდარი (ლუგანო), ბრაიან ოკო (ზალცბურგი), ლეონინას სტერგიუ (შტუტგარტი)
ნახევარმცველები: დენის ზაკარია (მონაკო), რემო ფროილერი (ბოლონია), გრანიტ ჯაკა (ლევერკუზენი), ურან ბისლიმი (ლუგანო), მიხელ ებიშერი (ბოლონია), შერდან შაჩირი (ჩიკაგო), ვინსენ სიერო (ტულუზი), სტივე ცუბერი (აეკ), არდონ იაშარი (ლუცერნი), ფაბინ რიდერი (რენი), ფილიპ უგრინიჩი (იანგ ბოიზი)
თავდამსხმელები: ზეკი ამდუნი (ბარნლი), ნოა ოკაფორი (მილანი), რენატო სტეფენი (ლუგანო), რუბენ ვარგასი (აუგსბურგი), დან ნდოიე (ბოლონია), კვადვო დუა (ლუდოგორეცი), ბრილ ემბოლო (მონაკო), ჟოელ მონტეირო (იანგ ბოიზი), ანდი ზექირი (გენკი)
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის, შოტლანდიისა და უნგრეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.