ფეხბურთი

2:08 | 17.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" "სოსიედადთან" დამარცხდა, მაგრამ მამარდაშვილი ისევ შესანიშნავი იყო (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში „ვალენსია“ „სოსიედადს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.

ერთადერთი გოლი მესამე წუთზე გავიდა, როდესაც ტაკეფუსა კუბოს პასით ანდრე სილვამ პრაქტიკულად კარის ხაზიდან გაიტანა. გიორგი მამარდაშვილს ამ ეპიზოდში არაფერი შეეძლო.

ზოგადად, ქართველ მეკარეს კიდევ ერთი კარგი თამაში ჰქონდა და 4 სეივი მიითვალა. განსაკუთრებით ეფექტური იყო, მატჩის მიწურულს მოგერიებული დარტყმა. უშანსოდ არც „ღამურები“ ყოფილან და გათანაბრება ნამდვილად შეეძლოთ, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს.

გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 35 მატჩში 39 გოლი აქვს გაშვებული, კარი მშრალად კი, 13-ჯერ შეინახა.

„ვალენსია“ 48 ქულით მეცხრე ადგილზეა და უკვე 5 ტურია არ მოუგია, ხოლო მომდევნო ტურში 19 მაისს, „ჟირონას“ უმასპინძლებს.

0.116669