ფეხბურთი

21:30 | 16.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი შეიძლება გაათავისუფლონ, პროკურატურამ კი გამოძიება დაიწყო

ტურინის „იუვენტუსის“ მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი სკანდალშია და გარდა იმისა, რომ კლუბმა შეიძლება მალე კონტრაქტი გაუწყვიტოს, ფეხბურთის ფედერაციის ფედერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება იტალიის თასის ფინალის შემდეგ Tuttosport-ის რედაქტორ გუიდო ვაჩაგოსთან კონფლიქტს. იტალიელმა ჟურნალისტმა თქვა, რომ ალეგრი მას ყურების „ახევით“ დაემუქრა

ფედერაცია ამბავს გამოიძიებს და შეიძლება ალეგრის სულ მცირე ფინანსური სანქცია დაუწესოს.

პარალელურად, „იუვენტუსიდან“ სეზონის ბოლოს მისი წასვლა თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ შეიძლება მანამდე გაათავისუფლონ, რადგან მას კლუბის ხელმძღვანელობასთანაც კონფლიქტი აქვს.

მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსს“ 2021 წლიდან უდგას სათავეში და მანამდეც ტურინულ გუნდში მუშაობდა, 2014-2019 წლებში, ხოლო შუალედში კარიერაში ორწლიანი პაუზა ჰქონდა.

0.115698