ფეხბურთი

0:31 | 16.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარის გამო "რეალმა" "ჩელსის" კიდევ 5 მილიონი უნდა გადაუხადოს

ედენ აზარი კარგა ხანია „რეალში“ აღარ თამაშობს, უფრო მეტიც, საფეხბურთო კარიერა დაასრულა, მაგრამ „სამეფო კლუბს“ „ჩელსისთვის“ 5 მილიონი ევროს გადახდა კიდევ მოუწევს. ამის შესახებ The Telegraph-ი იტყობინება.

საქმე ისაა, რომ 2019 წელს, როცა „რეალმა“ აზარი ინგლისური კლუბიდან იყიდა, კონტრაქტში ჩაიდო ბონუსების პუნქტი, რომელიც სხვადასხვა ტურნირზე ნაჩვენები შედეგებით განისაზღვრებოდა.

ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით კი, თუ „რეალი“ 2024 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდოდა, „ჩელსისთვის“ 5 მილიონი უნდა დაემატებინა. ესპანურ გრანდი ფინალშია, შესაბამისად, მოუწევს ლონდონელებისთვის ფულის გადახდა...

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი „რეალში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა და „სამეფო კლუბში“ ჩატარებულ 76 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 12-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.

0.113585