კალათბურთი

22:55 | 15.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია სერია A-ს რეგულარული სეზონის სიმბოლურ ხუთეულში

„ვირტუს ბოლონიას“ კალათბურთელი თორნიკე შენგელია სერია A-ს სეზონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

ქართველი სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია და მასთან ერთად სიმბოლურ ხუთეულში მარკო ბელინელი (ვირტუსი), პეიტონ ვილისი (პისტოია), რეიჯონ ტაკერი (ვენეცია) და მირო ბილანი (ბრეშა) მოხვდნენ.

„ტანმაღალი ქართველის მოძრაობები უნდა ისწავლებოდეს არა მარტო ბავშვთა კალათბურთში, არამედ სკოლაშიც ფიზკულტურის გაკვეთილებზეც. ჰარმონიული მოძრაობები, რომლის ნახვა სასიამოვნოა და ნიჭის დამსახურებაცაა, რამაც საშუალება მისცა რეგულარული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილიყო. ის გახდა ოქტომბრის MVP-ც.

რაც იტალიაში ჩამოვიდა, თვალისმომჭრელი კალათბურთი კალათბურთი აჩვენა და რეგულარულ სეზონში „ვირტუსის“ პირველ ადგილში დიდი წვლილი შეიტანა. სამჯერ შეასრულა ორმაგი დუბლი (ქულებით და მოხსნებით), ზედიზედ 13 შეხვედრაში ორნიშნა ქულებს აგროვებდა და ყველაზე მეტი კი, „ბრეშასთან“ ჩააგდო (27). საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი „ტრევიზოს“ წინააღმდეგ ჰქონდა (35). მისი საშუალო სტატისტიკა რეგულარულ სეზონში ასეთია: 23 წუთში 13.8 ქულა (56.6% ორქულიანი, 41% სამქულიანი და 81.5% საჯარიმო), 5.1 მოხსნა, 3.3 პასი, +9.5 პლუს/მინუსი (სერია A-ში მეორე საუკეთესო მაჩვენებელი) და 17.8 მარგი ქმედების კოეფიციენტი“, - წერს სერია A-ს ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია სერია A-ში რეგულარული სეზონის საუკეთესო კალათბურთელთა შორის გამოკითხვის შედეგად მესამე ადგილზე გავიდა.

0.122548