ფეხბურთი

22:16 | 15.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"შახტარმა" უკრაინის თასი მოიგო, აზაროვმა ფინალში საგოლე პასი მიითვალა (+VIDEO)

დონეცკის „შახტარმა“ სეზონი დუბლით დაასრულა და რამდენიმე დღის წინ მოგებული უკრაინის ჩემპიონის ტიტულის შემდეგ უკრაინის თასიც მოიპოვა.

ფინალში დონეცკელებმა პოლტავას „ვორსკლა“ 2:1 დაამარცხეს, ხოლო ირაკლი აზაროვმა საგოლე პასი მიითვალა.

ქართველი ფეხბურთელის გადაცემით ანგარიში მე-40 წუთზე დანილო სიკანმა გახსნა. მეორე ნახევრის დასაწყისში ევგენი კონოპლიამ სხვაობა ორამდე გაზარდა, რასაც პოლტაველებმა პრესტიჟის გოლით უპასუხეს.

აზაროვი მოედანზე 90 წუთი იყო, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი თადარიგში დარჩა. ამრიგად, ქართველმა ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში უკრაინის ჩემპიონატიც მოიგეს და თასიც.

0.117322