ფეხბურთი

22:02 | 15.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"თელავმა" და "კოლხეთმა" ქულები გაიყვეს

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურში „თელავმა“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ორი გოლი გავიდა, ორივე მატჩის დასაწყისში: ანგარიში მე-15 წუთზე თორნიკე ახვლედიანმა გახსნა, რასაც ძალიან სწრაფად, ხუთ წუთში გიორგი აბუაშვილმა უპასუხა, რომელიც შესანიშნავ ფორმაში შევიდა.

დარჩენილ დროში გუნდების მცდელობის მიუხედავად, ანგარიში არ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1. აღსანიშნავია, რომ „კოლხეთში“ კახა ჩხეტიანის დებიუტი შედგა.

„კოლხეთი“ 15 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, ქუთაისის „ტორპედოს“ ეთამაშება, ხოლო „თელავს“ ორი ქულით ნაკლები აქვს, მეშვიდე პოზიციაზეა და შემდეგ შეხვედრას „გაგრასთან“ გამართავს.

0.117838