ფეხბურთი

15:17 | 15.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის MVP გახდა

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიულმა პორტალმა ligaportal-მა ბუნდესლიგის 31-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ვებგვერდზე ჩატარდა გამოკითხვა, რომელშიც ქართველს ყველაზე მეტი ხმა ერგო. გასულ ტურში ოთარმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს „ლასკთან“ ქულა მოაპოვებინა.

კიტეიშვილმა გამოკითხულთა ხმების 31% მიიღო და აჯობა ადილ ტაუის (ლასკი, 19%), ნიკოლას ვიმერს (კლაგენფურტი, 18%), კარიმ კონატეს (ზალცბურგი, 7%) და ლუკას გიუბლბაუერს (ვოლფსბერგერი, 6%).

„შტურმი“ ძალიან ახლოსაა ავსტრიის ჩემპიონობასთან 2011 წლის შემდეგ პირველად და ბოლო ტურში შინ „კლაგენფურტის“ დამარცხება სჭირდება. თუმცა, კიტეიშვილი მოედანზე ვერ გავა, რადგან დისკვალიფიცირებულია.

ოთარს ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, რითაც „შტურმის“ ბომბარდირია, გარდა ამისა, 6 საგოლე პასიც მიითვალა. ყველა ტურნირზე კი, 40 შეხვედრაში თავი 11 გოლით და 9 საგოლე პასით გამოიჩინა.

0.126023