ფეხბურთი

13:32 | 15.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლი" მამარდაშვილით დაინტერესებულია

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ნიუკასლ იუნაიტედის“ ინტერესის სფეროშია.

როგორც Marca იტყობინება, ინგლისურ კლუბში ნიკ პოუპის, მარტინ დუბრავკას და ლორის კარიუსის თამაშით კმაყოფილი არ არიან და ზაფხულში მეკარის შეძენას აპირებენ, სიაში მამარდაშვილია.

სატრანსფერო ღირებულება შეიძლება 40 მილიონი ევრო იყოს, თუმცა „ნიუკასლს“ ფინანსური პრობლემები საერთოდ არ აქვს და კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა „ვალენსიას“ მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიაში“ 97 მატჩი აქვს ჩატარებული. მას ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

0.121351