ფეხბურთი

19:49 | 14.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლა კორუნიის "დეპორტივო" სეგუნდა დივიზიონში აღზევდა

ესპანეთის მე-3 დივიზიონის 36-ე ტურში ლა კორუნიის „დეპორტივომ“ „ბარსელონა B“ 1:0 დაამარცხა და სეგუნდა დივიზიონში დაბრუნდა.

სიმბოლურია, რომ გამარჯვების გოლი ლუკას პერესმა გაიტანა - ვეტერანმა ფორვარდმა, რომელიც მშობლიურ კლუბს მესამე ლიგაში ჩაჰყვა და მის ხელახალ დაბადებაში დიდი წვლილი შეიტანა.

35 წლის ფორვარდის აქტივში მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 12 გოლია, რითაც დიდი წვლილი შეიტანა მეორე დივიზიონში გადასვლაში.

გადამწყვეტ მატჩს „რიასორის“ სტადიონზე 31 000 მაყურებელი დაესწრო და სტადიონი სავსე იყო, ისე, როგორც „დეპორის“ ოქროს წლებში, როცა გალისიელები ლა ლიგაში ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ და ჩემპიონთა ლიგაზეც ანგარიშგასაწევი ძალა იყვნენ.

„დეპორტივომ“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 74 ქულა დააგროვა და 7 ქულით გაასწრო სწორედ „ბარსელონა B“-ს და პირველი ადგილი გაინაღდა.

„დეპორტივო“ ლა ლიგაში ბოლოს 2017-2018 წლების სეზონში იყო, ხოლო სეგუნდა დივიზიონში 2020-2021 წლების სეზონში, შემდეგ ფინანსური პრობლემები შეექმნა და ყველაფრის ქვედა ლიგებიდან დაწყება მოუწია.

თეგებიდეპორტივო
0.121599