ფეხბურთი

12:18 | 14.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „ფული რომ იყოს ყველაფერი, „იუნაიტედს" ყველა ტიტული უნდა მოეგო“

„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ისაუბრა ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბების ბოლო წლების დანახარჯებზე ისაუბრა.

„მთავარი ფული რომ ყოფილიყო, „იუნაიტედს" ყველა ტიტული უნდა მოეპოვებინა. მეორე არის „ჩელსი,“ მესამე - „არსენალი.“ ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში მათ უფრო მეტი ფული დახარჯეს, ვიდრე „მანჩესტერ სიტიმ“, - ციტირებს ტვიტერზე გვარდიოლას სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

პრემიერლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე სატურნირო ცხრილს ლონდონის „არსენალი“ ლიდერობს. „მეთოფეებმა" 37 მატჩის შემდეგ 86 ქულა მოაგროვეს. „მანჩესტერ სიტი“ 36 მატჩიდან 85 ქულით მეორე ადგილზეა.

0.117831