„მილანის“ თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ კარიერას „ლოს ანჯელესში“ გააგრძელებს. ინფორმაცია იტალიური კლუბის ვებგვერდზე ოფიციალურად დადასტურდა.
ჟირუმ „როსონერის“ ტიფოზებს სპეციალური ვიდეოს საშუალებით მიმართა:
„აქ იმისთვის ვარ, რომ გითხრათ, „მილანში“ ჩემს ბოლო ორ მატჩს ვითამაშებ. ჩემი კარიერა გრძელდება MLS-ში. ძალიან ვამაყობ, რასაც ამ 3 წელიწადში მივაღწიე. აღელვებული ვარ. „მილანში“ ჩემი ამბავი წელს სრულდება, მაგრამ ყოველთვის ჩემს გულში დარჩება“, - თქვა ოლივიემ.
ოლივიე ჟირუ „მილანში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 130 მატჩში 48 გოლი გაიტანა. მანამდე მას „ჩელსიში“, „არსენალსა“ და „მონპელიეში“ აქვს ნათამაშები.