ფეხბურთი

11:04 | 13.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის რეკორდი ლიგა 1-ში

„მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის რეკორდი დაამყარა. Footballogue იტყობინება, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის ისტორიაში არავის გაუტანია იმაზე მეტი გოლი, ვიდრე მიქაუტაძემ გაიტანა იანვრიდან დღემდე, იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებმაც გუნდი ლიგა 1-ში ზამთარში შეიცვალეს.

„მეცში“ დაბრუნების შემდეგ გიორგიმ თავი 11-ჯერ გამოიჩინა და წყაროს თანახმად, იანვარში შეძენილ არცერთ ფეხბურთელს სეზონის ბოლომდე ლიგა 1-ში ამაზე მეტი გოლი არ გაუტანია.

მთლიანობაში მიქაუტაძის აქტივში 19 შეხვედრაში 13 გოლი და 4 საგოლე პასია. „მეცი“ ლიგა 1-ის ბოლო ტურში 19 მაისს, „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლებს. ლაშლო ბოლონის გუნდი ამჟამად პლეი-აუტის ზონაშია, მაგრამ ლიგა 2-ში პირდაპირ დაქვეითების საფრთხე ისევ ემუქრება.

0.115996