ფეხბურთი

11:38 | 13.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"შტურმის" ფეხბურთელი: "კიტეიშვილის არყოფნა დიდი დანაკლისია, მაგრამ ვეცდებით შევცვალოთ"

გრაცის „შტურმი“ 2011 წლის შემდეგ პირველად ავსტრიის ჩემპიონობასთან ახლოსაა, მაგრამ ამისთვის ბუნდესლიგის ბოლო ტურში შინ „კლაგენფურტთან“ უნდა მოიგოს.

გადამწყვეტ შეხვედრას „შტურმი“ ოთარ კიტეიშვილის გარეშე ჩაატარებს, რომელიც ბოლო ტურის მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. ოთარმა ყვითელი ბარათი „ლასკთან“ შეხვედრაში მიიღო, რომელშიც მან დუბლი შეასრულა და რომელიც შეიძლება „შტურმის“ მაისურით მისთვის ბოლოც იყოს, თუ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

კიტეს დანაკლისზე „შტურმის“ შვეიცარიელმა ფეხბურთელმა გრეგორი ვიუთრიხმა ისაუბრა:

„ცხადია, ჩვენთვის დარტყმაა, როცა ოთარი არ თამაშობს, მაგრამ კარგი გუნდი ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მის შეცვლას შევძლებთ“, - თქვა ვიუთრიხმა.

კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში „შტურმში“ ყველა ტურნირის ეგიდით 39 შეხვედრაში 11 გოლი და 9 საგოლე პასი აქვს აქტივში. გრაცელები „ზალცბურგს“ ბოლო ტურის წინ 2 ქულით უსწრებენ.

0.109989