ფეხბურთი

20:29 | 11.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ნაპოლიდან" შიშის გამო არ წავსულვარ, ჩემი მიზეზები მქონდა"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლიდან“ წასვლის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, „ნაპოლი“ შიშის გამო არ დაუტოვებია და თავისი მიზეზები ჰქონდა.

„ყველაფერი გვქონდა, რომ გაგვეგრძელებინა ის გზა, რაც მოვიგეთ. მაგრამ საჭიროა რაღაცების გაცნობიერება. ყველა მიყვარს, ყველას ვპატიობ, მაგრამ არაფერი მავიწყდება.

არ ვიტყვი, რატომ წავედი, მაგრამ შიშის გამო არა. მქონდა ჩემი მიზეზები. „ნაპოლისთან“ ურთიერთობა მშვენიერი იყო, ჩემპიონი ჩემი დამსახურებით არ გავხდით, არამედ ქალაქის, რომელიც უზარმაზარ ვნებას გადმოსცემს“, - თქვა სპალეტიმ.

0.113195