ჯენარო გატუზო სამწვრთნელო კარიერას „ალ ტაავონში“ გააგრძელებს. როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და რინო არაბულ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.
„ალ ტაავონი“ საუდი პრო ლიგაში სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე 52 ქულით მეოთხე ადგილზეა.
ჯენარო გატუზო ბოლოს „მარსელში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე „სიონში“, „პალერმოში“, „ოფიში“, „პიზაში“, „მილანში“, „ნაპოლიში“, „ფიორენტინასა“ და „ვალენსიაში“ აქვს ნამუშევარი.