ფეხბურთი

16:21 | 11.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალური მატჩი "იოკოჰამამ" მოიგო

აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველ ფინალურ შეხვედრაში იაპონურმა „იოკოჰამა მარინოსმა“ შინ ემირატების „ალ აინი“ 2:1 დაამარცხა და ტიტულისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.

ერნან კრესპოს „აი აინმა“ ტაიმი ალ ბალუშის გოლით მოიგო. 30-ე წუთზე სტუმრებმა მეორეც გაიტანეს, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გაუქმდა.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა დაქამბექება მოახერხეს. ანგარიში უენაკამ 72-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო 12 წუთში ვატანაბემ გამარჯვების გოლი შეაგდო.

ასე რომ, ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება, რომელიც 25 მაისს გაიმართება. სხვათა შორის, „ალ აინს“ თუ ერნან კრესპო წვრთნის, „იოკოჰამა მარინოსის“ თავკაცი ჰარი კიუელია.

0.116879