ფოთის „კოლხეთის“ მთავარ მწვრთნელად კახა ჩხეტიანი დაინიშნა. ამის შესახებ ფოთელთა ვებგვერდი იტყობინება.
ჩხეტიანმა კლიმენტი წიტაიშვილი შეცვალა, რომელიც გუნდს მცირე ხნით ავარჯიშებდა.
კახა ჩხეტიანს სამწვრთნელო კარიერაში მარტვილის „მერანი“, „ტორპედო“ და „დინამო თბილისი“ გაუწვრთნია. მან „ტორპედოსთან“ ერთად ერთხელ საქართველოს ჩემპიონატი, 3-ჯერ საქართველოს თასი და ორჯერ საქართველოს სუპერთასი მოიგო.
ჩხეტიანი „კოლხეთისთვის“ ამ სეზონში უკვე მესამე მწვრთნელია დავით კვირკველიასა და კლიმენტი წიტაიშვილის შემდეგ. ფოთელები ეროვნულ ლიგაში 13 ტურის შემდეგ 14 ქულით მეექვსე ადგილზე არიან.