კერკრადეს „როდას“ ფანებმა და ფეხბურთელებმა ერედივიზიონში აღზევება ერთი კვირის წინ იზეიმეს, მაგრამ გუნდი ერედივიზიონში ვერ გადავიდა.
გასულ ტურში „როდას“ სტადიონის სპიკერმა შეცდომით გამოაცხადა, კონკურენტის, „გრონინგენის“ მატჩის შედეგი. მან გამოაცხადა, რომ „გრონინგენი“ დამარცხდა, რითაც „როდა“ გადადიოდა ერედივიზიონში, მაგრამ ასე არ ყოფილა - პარალელურად ის მატჩი ფრედ დასრულდა.
დღეს კი, ეერსტე დივიზიონის ბოლო ტურში სწორედ „გრონინგენმა“ „როდა“ შინ 2:0 დაამარცხა და ქულებით გაუთანაბრდა. ორივე გუნდმა 75-75 ქულა დააგროვა, მაგრამ მეორე ადგილი და შესაბამისად, ერედივიზიონის საგზური „გრნონინგენს“ ერგო ბურთების უკეთესი ბალანსით.
გარდა ამისა, ერედვიზიონში დაბრუნდა ვილემ II. „როდას“ ახლა პლეი-ოფში მოუწევს მესამე საგზურისთვის ბრძოლა, რათა ერთი კვირის წინ, მართალია მცირე ხნით, მაგრამ მაინც ზეიმი, ფუჭი არ აღმოჩნდეს.