ფეხბურთი

23:14 | 10.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისის" გამარჯვება ეროვნული ლიგის ლიდერთან

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „დინამო თბილისმა“ ლიდერი, „იბერია“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

„დინამომ“ ოსკარ სანტისის გოლით მოიგო, რომელმაც ტექნიკურად ითამაშა, მაგრამ ლაზარე კუპატაძეც დამაჯერებლად ვერ გაისარჯა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასი აქტივში გიორგი ლორიამ მიითვალა.

„იბერიამ“ 42-ე წუთიდან გიორგი ჯგერენაიას გაძევების გამო კაცნაკლულმა ითამაშა და თამაში ვეღარ გადაარჩინა.

„დინამო თბილისი“ 17 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „იბერიას“ შეხვდება.

„იბერიამ“ სეზონში მეორედ წააგო და 29 ქულით ლიდერია, წინ კი, უახლოეს მდევარ გორის „დილასთან“ შეხვედრა ელოდება.

0.127071