ფეხბურთი

22:52 | 10.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კოლხეთმა" "სამგურალთან" ქულა დაძაბულ ბრძოლაში გადაარჩინა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტურში ფოთის „კოლხეთმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა.

იმერლები კომფორტულად იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ქულას დასჯერდნენ. „სამგურალმა“ პირველი ტაიმი ნიკა კალანდარიშვილის და ალექსანდრე ვერულიძის გოლებით 2:0 მოიგო.

მეორე ნახევარში გიორგი ხარებავამ სხვაობა მალევე შეამცირა, თუმცა 10 წუთში ლუკა ხორხელმა სტუმრებს ორბურთიანი უპირატესობა დაუბრუნა. მიუხედავად ამისა, წყალტუბოელებმა მაინც ვერ მოიგეს.

ჯერ გიორგი აბუაშვილმა სხვაობა შეამცირა, 89-ე წუთზე კი, დუბლიც შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:3.

„კოლხეთი“ 14 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, „თელავს“ შეხვდება. „სამგურალი“ 10 ქულით მეცხრე პოზიციაზეა და წინ კიდევ ერთ კონკურენტ „გაგრას“ დაუპირისპირდება.

„კოლხეთი“ – „სამგურალი“ 3:3 (0:2)

გოლები: 0:1 კალანდარიშვილი (3), 0:2 ვერულიძე (37), 1:2 ხარებავა (57), 1:3 ხორხელი (67), 2:3 აბუაშვილი (69), 3:3 აბუაშვილი (89)

0.126817